LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედვედევი – ნატო-ს ქვეყნებში იდიოტების რიცხვი იზრდება – ეს იდიოტები აქტიურად გვიბიძგებენ მესამე მსოფლიო ომისკენ

146
346960741640815

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ წვრთნებისა და წარმოების უკრაინის ტერიტორიაზე გადატანა ბრიტანელ ინსტრუქტორებს რუსეთის შეიარაღებული ძალების ლეგალურ სამიზნეებად აქცევს. ასე გამოეხმაურა მედვედევი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, გრანტი შეპსის განცხადებას.

მისი მტკიცებით, დასავლური ქვეყნები რუსეთს “მესამე მსოფლიო ომისკენ” უბიძგებენ.

„ნატო-ს ქვეყნებში იდიოტების რიცხვი იზრდება. ერთმა ახლადგამოჩეკილმა კრეტინმა – ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა – გადაწყვიტა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის ინგლისური ენის სასწავლო კურსები თავად უკრაინის ტერიტორიაზე გადაიტანოს. ანუ, თქვენს ინსტრუქტორებს ჩვენი შეიარაღებული ძალების ლეგალურ სამიზნეებად აქცევთ. კარგად იციან, რომ ისინი უმოწყალოდ განადგურდებიან და უკვე არა როგორც დაქირავებულები, არამედ ზუსტად როგორც ნატო-ს ბრიტანელი სპეციალისტები.

კიდევ ერთი სულელი – გერმანიის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ბანდერებისთვის Тaurus-ის რაკეტების დაუყოვნებლივ მიწოდებას ითხოვს, რათა კიევის რეჟიმმა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა შეძლოს. ამ შემთხვევაში, თავდასხმები გერმანულ ქარხნებზე, სადაც ეს რაკეტები მზადდება, სრულად შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას. ეს იდიოტები აქტიურად გვიბიძგებენ მესამე მსოფლიო ომისკენ”, – აცხადებს მედვედევი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები