LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედვედევი: საკმარისი ძალა გვაქვს, რომ გათავხედებულ არამეგობრებს ადგილი მივუჩინოთ

295
დმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დიმიტრ მედვედევი იმუქრება, რომ რუსეთს აქვს საკმარისი ძალა, რომ „გათავხედებულ არამეგობრებს ადგილი მიუჩინოს“.

„რუსეთს აქვს საკმარისი ძალა, რომ ჩვენი ქვეყნის გათავხედებულ არამეგობრებს ადგილი მიუჩინოს. იბრძოლოს მსოფლიო წესრიგისთვის, რომელიც შეესაბამება რუსეთის ფედერაციას და რუსებს, სადაც არ არის ნაცისტების ადგილი, ისტორიული ტყუილისა და გენოციდისთვის. გავაგრძელებთ ბრძოლას მსოფლიოს ისეთი წესრიგისთვის, როგორიც რუსეთის ფედერაციასა და ჩვენს მოქალაქეებს აწყობთ“. – დაწერა მედვედევმა საკუთარ Telegram-არხზე.

მედვედევის თქმით, რუსეთის მხარეს არის „ისტორიული სიმართლე“.

„მორალური ძალა და ისტორიული სიმართლე, როგორც ადრე, ჩვენს მხარესაა“. – დასძინა მედვედევმა.

ამერიკელმა ასტრონავტმა მედვედევს გადაცემული მედალი უკან დაუბრუნა: „გადაეცით ის რუს დედას, ვისი შვილიც უსამართლო ომში დაიღუპა…“

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს ომს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც – საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს და სასწავლო დაწესებულებებს.

ომს უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე, მათ შორის, 100-ზე მეტი ბავშვის.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g