LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედვედევი: ზელენსკის ლიკვიდაციის გარდა, სხვა გზა აღარ რჩება

194
fot

რუსეთს სხვა გზა არ აქვს, გარდა უკრაინის პრეზიდენტის ლიკვიდაციისა, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი საკუთარ Telegram არხზე წერს.

„რუსეთს სხვა გზა არ აქვს, გარდა უკრაინის პრეზიდენტის ლიკვიდაციისა. ის უპირობო კაპიტულაციაზე ხელმოწერისთვისაც კი არ არის საჭირო. როგორც ცნობილია, ამ აქტისთვის ჰიტლერსაც არ მოუწერია ხელი. შემცვლელი ყოველთვის მოიძებნება“, – წერს მედვედევი.

დიმიტრი მედვედევი: რატომ გაქრება უკრაინა? იმიტომ, რომ ის არავის სჭირდება

დმიტრი მედვედევი: როგორც კი აშშ-დან და ევროპიდან უკრაინის დაფინანსება დასრულდება, თავად უკრაინაც დასრულდება

შეგახსენებთ, 3 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ღამით, „კიევის რეჟიმს“ ჰქონდა კრემლზე დარტყმის მცდელობა უპილოტო საფრენი აპარატებით. კრემლის განცხადებითვე, სპეცსამსახურებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი მწყობრიდან „დროულად“ გამოიყვანეს და კრემლის ტერიტორიაზე დრონების ჩამოვარდნის და ნამსხვრევების გაფანტვის შედეგად არავინ დაშავებულა.

კრემლის განცხადებით, ეს იყო დაგეგმილი „ტერორისტული აქცია და პრეზიდენტზე თავდასხმა“. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული აქტის მუხლით აღძრა.

კიევმა მალევე უარყო კრემლის თავდასხმის ბრალდებები. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს და მოსკოვს თავს არ დასხმიან, რადგან უკრაინელები საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვიან.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პუტინს საერთაშორისო ტრიბუნალს დაუთმობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები