LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეფე“ 54 წლის გახდებოდა – დღეს ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა…

116

ადამიანი, რომელმაც ქართული მუსიკა გადაატრიალა და დღესაც „იჭრება“ მასში შექმნილი მელოდიებით, დღეს დაიბადა. 19 ნოემბერს ირაკლი ჩარკვიანი 54 წლის გახდებოდა. 2006 წლის 24 თებერვალს, ხელოვანის გარდაცვალების შემდეგ, მისი სიმღერები კიდევ უფრო პოპულარული გახდა და ახალი სიცოცხლეც შეიძინა.

თავის დროზე ირაკლი ამახვილებდა ყურადღებას, რომ საქართველოში იმაზე არ მღეროდნენ, რაც რეალურად აწუხებდათ. „ადამიანი აქ არ მღერის იმას, რაზეც ფიქრობს. ეს არის ქართველის უბედურება. სახლში, ახლობლებში ლაპარაკობს, აგინებს ამ სოციალურ პრობლემებს, სცენაზე გამოდის და ასრულებს დებილი კომპოზიტორის დაწერილ „დათუნებს“ და „ხათუნებს“…“ – ამბობდა „მეცხრე არხთან“ ინტერვიუში.

ირაკლი თავად წერდა ტექსტებს, მასზე გულწრფელი ხელოვანი საქართველოში ნაკლებად მოიძებნება… ალბათ, ამიტომაც ჰყავდა და ჰყავს თაყვანისმცემლების ურიცხვი რაოდენობა და მისი მუსიკა აგრძელებს ცხოვრებას…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები