LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან ფოქსმა Prestige-ის კამერისთვის იპოზიორა

46

მეგან ფოქსმა Prestige-ის კამერისთვის იპოზიორა. მსახიობი ბოლო პერიოდში ნაკლებად აქტიური გახდა და თაყვანისმცემლებს თავიც მოანატრა. თუმცა, ტაბლოიდები ლამაზმანს მაინც არ ივიწყებენ და მისი ბოლო ფოტოსესიაც სიამოვნებით გააშუქეს.

მეგანმა გამოცემას მცირე ინტერვიუც მისცა, სადაც ყველაზე პრობლემურ საკითხებზე ისაუბრა. მსახიობს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ ჰოლივუდში გენდერული ბალანსი მუდმივად ირღვევა, მამაკაცებსა და ქალბატონებს ერთი და იგივე სირთულის როლისთვის განსხვავებულ ანაზღაურებას უხდიან. გარდა ამისა, როცა ფილმის ბიუჯეტი ასობით მილიონი დოლარია, სხვა ყველაფერი ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება, მათ შორის ადამიანური ფაქტორიც და ხშირად გადაღებები იმ შემთხვევაშიც კი გრძელდება, როცა მსახიობი ტრამვას იღებს და როლის შესრულება ფიზიკურად აღარ შეუძლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები