LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი კრის ჯენერის 70 წლის იუბილეზე – რა ხდებოდა ბეზოსის 165 მილიონიან სასახლეში

172
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი კრის ჯენერის 70 წლის იუბილეზე - რა ხდებოდა ბეზოსის 165 მილიონიან სასახლეში

ყველაზე ხმაურიანი ჰოლივუდური წვეულება ახლა განხილვის მთავარი თემაა. კრის ჯენერმა 70 წლის იუბილე ისე აღნიშნა, რომ უკვე „წლის წვეულებად“ მოინათლა. ფაქტია, ლოკაცია უბრალო არ ყოფილა. ჯეიმს ბონდის ინსპირაციით დაგეგმილი საღამო Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის 165 მილიონი დოლარის სასახლეში, ბევერლი ჰილზში გაიმართა. დაახლოებით 300 მოწვეული სტუმარს შორის იყვნენ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, პრინცი ჰარი და მეგან მარკლიც, რომლებიც წვეულებაზე საიდუმლოდ მივიდნენ, მაგრამ პაპარაცებმა მათი გამოჭერა შეძლეს.

კრის ჯენერი 70 წლის იუბილეს 100 ათას დოლარად შეფასებული სახის ლიფტინგით შეხვდა

მეგანი გრძელი შავი კაბით, დეკოლტესა და გრძელი ჭრილით გამოჩნდა. ჰარის კი წითელი ყაყაჩოს ბროში ეკეთა, ხსოვნის დღის სიმბოლო, რომელიც ამ დღეებში დიდ ბრიტანეთში აღინიშნება. მარკ ცუკერბერგიც თემატურად მოვიდა, „ჯაშუშური“ სათვალის კამერით. კრისის სტუმრებს შორის იყვნენ, ვინ დიზელი, ოპრა უინფრი, ბილ გეითსი, მაიკლ რუბინი, ჯასტინ და ჰეილი ბიბერები, ადელი, მარაია ქერი, დრეიკი, რიანა, ზენდაია, სნუპ დოგი, მართა სტიუარტი, ნაომი უოტსი, სარა პოლსონი და სხვა ვარსკვლავები.

ვიდეო: ფეხების დემონსტრირება, გართობა გასახდელში და რომანტიკული ვახშამი – სასექსის ჰერცოგინია პრინც ჰარისთან ნიუ-იორკული ვოიაჟიდან კადრებს გვიზიარებს

„ბოროტი ჯადოქარი“ – მეგან მარკლი პლასტიკური ოპერაციების გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები