LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლის არაპრინცესულ ჟესტს დედოფალი გააკრიტიკებს

74

25 დეკემბერს მეგან მარკლი სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად საშობაო მსახურებას დაესწრო. აღნიშნული ფაქტი ელისაბედ მეორემ გამონაკლისის სახით დაუშვა, რადგან მსგავს ღონისძიებებში ვერ მონაწილეობს ადამიანი, რომელიც ოჯახის ოფიციალური წევრი ჯერ არ არის.

ამერიკელი მსახიობი მსახურებაზე შესაბამისად ჩაცმული გამოცხადდა. მისი ვიზუალი სამეფო ოჯახში დადებითად შეაფასეს.

თუმცა, ყურადღება მარკლის ერთმა საქციელმა მიიპყრო: ერთ-ერთ ფოტოგრაფს მან ენა გამოუყო. შესაბამისი ფოტო სრულიად ინტერნეტსივრცეს მოედო. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა რეაქცია ჰქონდა დედოფალს ამ ყველაფერზე, რადგან პრიცის მომავალი მეუღლის ჟესტი სამეფო ეტიკეტისთვის სრულიად შეუფერებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ ელისაბედ მეორის 90 წლის იუბილეზე, აღლუმზე მყოფი პრინცი უილიამი დედოფალმა მოუსვენრობისთვის მკაცრად დატუქსა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები