LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეგანს თავის მოკვლა უნდოდა, მაგრამ ეს ჩემს გამო არ გააკეთა, რადგან კიდევ ერთი საყვარელი ადამიანის დაკარგვას ვერ გადავიტანდი“ – პრინცი ჰარი

3288
prnchr

ოპრა უინფრისა და პრინც ჰარის მიერ მომზადებული ახალი დოკუმენტური ფილმი იმაზე უფრო სკანდალური გამოდგა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. პრინცმა ჰარიმ ოპრასთან თავად ისაუბრა იმ სტრესზე, რომელსაც სამეფო ოჯახიდან წამოსვლამდე განიცდიდა. მაგალითად ჰარიმ გაიხსენა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც მეგანს ორსულობისას ჰქონდა. მის თქმით, ორსულმა მეგანმა მას გაუმხილა, რომ თვითმკვლელობაზე ფიქრობდა. ეს კი იმის გამო არ გააკეთა, რომ არ სურდა ჰარის მორიგი საყვარელი ადამიანი დაეკარგა.

,,მეგანი არასოდეს გადასულა ზღვარს, ის არ მკურნალობდა მედიკამენტებით, ის იყო საღ გონებაზე, მაგრამ ძალიან მძიმედ. ორსულობისას თქვა, რომ თვითმკვლელობაზე ფიქრობდა, მაგრამ ეს ჩემს გამო არ გააკეთა, რადგან იცოდა, რომ კიდევ ერთი საყვარელი ადამიანის დაკარგავს ვერ გადავიტანდი” – ამბობს პრინცი ჰარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g