LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგის ქარდავას ექსტრადაცია და სამართლიანობის აღდგენის მტკიცება იმ პირობებში, როცა 9 წელი “ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია, სასაცილოა: აქუბარდია

99
1)

სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას კიევიდან თბილისში ექსტრადირებას ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი თეონა აქუბარდია და აცხადებს, რომ “აღნიშნული შოუ პოლარიზების გაძლიერებას ემსახურება”.

აქუბარდიას თქმით, ქარდავას ექსტრადირება და ამით სამართლიანობის აღდგენის მტკიცება იმ პირობებში, როდესაც უკვე 9 წელია “ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია, სასაცილოა.

მისივე განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას ვერანაირ რეალურ საქმეს ვერ ანახებს და ამ შოუებით მას ძალაუფლების შენარჩუნება სურს:

“ღარიბაშვილი მოსახლეობას ვერანაირ რეალურ საქმეს ვერ ანახებს და ამ შოუებით მას სურს ძალაუფლება შეინარჩუნოს, ეს შოუც ამ პოლარიზების გაძლიერებას ემსახურება. 9 წლის თავზე მეგის ქარდავას ექსტრადაცია, იმ პირობებში როცა 9 წელია “ქართული ოცნებაა” ხელისუფლებაში და ახლა ამის მტკიცება, რომ სამართლიანობა აღადგინა, არის სასაცილო და ეს არანაირ მიზნად არ ისახავს სამართლიანობის განცდის აღდგენას, ამიტომ ეს არის შოუ, რომელიც დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილმა და ამ შოუს დავასრულებთ 2 ოქტომბერს.” – განაცხადა აქუბარდიამ.

შეგახსენებთ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ექსტრადირება კიევიდან თბილისში ცოტა ხნის წინ განხორციელდა.

მას რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსებენ.

ექსტრადირებულის საქმეზე პროკურატურამ ბრიფინგი გამართა და განცხადებაც გაავრცელა.

ცნობისათვის, 11 საქმიდან ხუთზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ექვსზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.

ქარდავას ექსტრადირებას ქართული მხარე მისი დაკავების დღიდან ითხოვდა. 2018 წლიდან მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით ჰქონდა შეცვლილი, რამდენიმე დღის წინ კი ის კვლავ საპატიმროში გადაიყვანეს.

13 სექტემბერს, მეგის ქარდავას ურკაინელმა ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქარდავას საქართველოში ექსტრადირების შესახებ ​სასამართლო პროცესი გაიმართა და მათი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უფლებადამცველით თქმითქვე, ბრძანება ექსტრადირების შესახებ ძალაში შევიდა და მისი ინფორმაციით, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება ორი კვირის განმავლობაში უნდა მომხდარიყო.

magti 5g