„MEGOBARI აქტის“ მხარდამჭერებმა მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას, ცოტა ხნის წინ ასევე შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსული აქციის მონაწილეებიც.
პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ – „ცეცხლი ოლიგარქიას“, „ხალხი ითხოვს სამართალს“.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე აქცია უკვე 115 დღეა იმართება.
ფოტო: ინტერპრესნიუსი