2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ტელემოვლენა საკულტო სერიალის, „მეგობრების“ ეკრანებზე დაბრუნება იყო. გასულ თვეს HBO-მ დაადასტურა, რომ ყველასათვის საყვარელ სერიალს 16 წლის შემდეგ მაყურებელი მაისში იხილავდა. თუმცა, მსოფლიოში არსებული მდგომარეობის, კორონავირუსის პანდემიის გამო სერიალის პრემიერა გადაიდო.
,,მეგობრების" ახალი სერია ეკრანებზე მაისში გამოვა (ფოტო)
როგორც იქნა, HBO-მ დაადასტურა, რომ ყველა დროის საუკეთესო ამერიკული სერიალის, ,,მეგობრების" გაგრძელება ეკრანებზე მაისის თვეში გამოვა
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაღებებს მაისის დასაწყისში განაახლებენ, თუ რა თქმა უნდა მსოფლიოში არსებული მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. ასე რომ, სერიალის გულშემატკივრებს ჯერჯერობით ლოდინი მოუწევთ.
https://www.youtube.com/watch?v=xHcPhdZBngw