LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეჯვრისხევის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამივე მოქალაქე თავისუფალია

66
BeFunky-collage

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, ვლადიმერ ჯოხაძე, მალხაზ ტიელიძე და ერთი არასრულწლოვანი მოქალაქე თავისუფლები არიან.

ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

„ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით,” – აღნიშნავენ უსაფრთხოების სამსახურში.

შეგახსენებთ, საქართველოს სამი მოქალაქე სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ პირველ ნოემბერს დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g