LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეხანძრე-მაშველები და ჯარის ბიჭები ტრაქტორის თითოეულ მოძრაობას აკვირდებიან, რომ არ მოხდეს ცხედრის დაზიანება” – თემურ მღებრიშვილი

188
BeFunky-collage - 2023-08-05T214456.816

მეხანძრე-მაშველები და ჯარის ბიჭები ტრაქტორის თითოეულ მოძრაობას აკვირდებიან, რომ არ მოხდეს ცხედრის დაზიანება, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხიდის მოწყობამ შესაძლებელი გახადა, სტიქიის ეპიცენტრში მძიმე ტექნიკა შესულიყო.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით სტიქიის ეპიცენტრში, სადაც მუშაობს მძიმე ტექნიკა. ეს სწორედ იმ მძიმე და აქტიური სამუშაოების შედეგია, რაც გაწია ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და მოეწყო გადმოსასვლელი ხიდი. ხიდის საშუალებით მოხდა ექსკავატორების შემოყვანა.

ეს პროცესი, სადაც მიმდინარეობს არის სწორედ ის ლოკაცია, სადაც მოხდა ცხედრების ამოსვენება – ე.წ. კოტეჯის ტერიტორია. კოტეჯები იყოს გზის იქით მხარეს, ტალღის დარტყმის შედეგად წამოიღო და აქეთ არის გადმოტანილი კოტეჯების ფრაგმენტები, შესაბამისად, ის ადამიანებიც აქ იქნა ნანახი“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

მთავარი ფოტო: ინტერპრესნიუსი

ცნობისათვის, რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია 16 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 210 ადამიანი. სტიქიის ეპიცენტრში დაკარგული ადამიანების ძებნა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

ახლობლები შოვში სტიქიის დროს დაკარგულ ლევან რაზმაძეს ეძებენ

„ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, სამირა არ გვიპოვია, უბრალოდ, ლოკაცია გვაქვს მეზობლის ტელეფონიდან“ – დაკარგული სამირა ისაევას ძმა

შოვში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები