საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, მიიჩნევს, რომ მეხანძრე-მაშველების ანაზღაურება უნდა გაიზარდოს.
“შს სამინისტრომ და მეხანძრე-მაშველებმა ძალიან დიდი სამუშაო გაწიეს და დაამტკიცეს, რომ ნამდვილად შეუძლიათ, დადგნენ ქვეყნის და მოსახლეობის უსაფრთოების სადარაჯოზე. ამიტომ ბუნებრივია, დღის წესრიგში დგება ამ სამსახურის ტექნიკური აღჭურვის გაუმჯობესება, რასაც სჭირდება დამატებითი დაფინანსება. ასევე ვფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს მეხანძრე-მაშველებისთვის ანაზღურების ზრდა იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც საბიუჯეტო რესურსებს აქვს,” – განაცხადა თალაკვაძემ.