ზედიზედ მეხუთე დღეა, რუსეთის ხელისუფლება მოსკოვის საფონდო ბირჟას არ ხსნის. ამ გზით რუსეთი ადგილობრივ აქციებს პოტენციურად მძიმე გაყიდვებისგან იცავს.
რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ დღეს დილით გავრცელებული განცხადების მიხედვით, მცირე გამონაკლისების გარდა, მოსკოვის საფონდო ბირჟა და დერივატივების ბაზრები დღეს არ გაიხსნება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის საფონდო ბირჟის გახსნა 9 მარტამდე არ განიხილება.
შეგახსენებთ, რუსეთის საფონდო ბირჟის კოლაფსი 24 თებერვალს დაიწყო, როდესაც რუსეთმა უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაცია დაიწყო. შედეგად, მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობა 25 თებერვლის შემდეგ არ მიმდინარეობს.