LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეხუთე ტალღიდან მე-6 ტალღაში გადავედით: ჯანდაცვის ექსპერტი

203
დევი ტაბიძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი დევი ტაბიძე აცხადებს, რომ კორონავირუისის „მეხუთე ტალღიდან მე-6 ტალღაში გადავედით“. მისივე განმარტებით, მან დიდი ხნის წინ აღნიშნა, რომ შტორმი, ინფიცირებულთა მძიმე მონაცემები იქნებოდა.

„ქვეყანაში არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური ვითარებაა – პრაქტიკულად, მეხუთე ტალღიდან მე-6 ტალღაში გადავედით. მე დიდი ხნის წინაც აღვნიშნე, რომ შტორმი, ძალიან მძიმე მონაცემები იქნებოდა.

რეალურად, საზეიმო დღეები კიდევ ერთი აქტივატორია იმის, რომ გაიზარდოს ინფიცირებულთა რაოდენობა“,- განმარტავს ტაბიძე.

დევი ტაბიძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის დასასრულია.

„მე არ ვარ იმ მოსაზრების მომხრე, რომ „ომიკრონი“ იქნება კორონავირუსის დასასრული. ეს გამორიცხულია. მუტაცია არსებობდა, არსებობს და კიდევ იარსებებს. მუტაციის პროცესს ვერ შევაჩერებთ. ახალი ვირუსების წარმოქმა მუდმივად იქნება“,- განმარტავს ტაბიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g