ცნობილი რუსი ტელეწამყვანი, ტატიანა ლაზარევა, რომელმაც ქვეყანა ომის დაწყებისთანავე დატოვა, ღიად საუბრობს რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე. ლაზარევა ვალერი მელაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს აჯამებს და ამბობს, რომ მელაძე საკუთარი მტკიცე პოზიციის გამო ისჯება.
ტატიანა ლაზარევას თქმით, ქართველმა მომღერალმა ღირსეულად გამოხატა თავისი პოზიცია და არაფერს შეუშინდა: „ახლა საკითხი ასე დგას, ის იხდის საფასურს თავისი ქმედებებისთვის, ეს კი იმიტომ, რომ მმართველი პარტიის იდეებს არ ეთანხმება. რუსეთში, უკრაინაში, საქართველოში ასე პოპულარული არტისტი ახლა დაბლოკილია ყველგან, მან ყველაფერი დაკარგა“ – ამბობს ლაზარევა.
რუსეთში ვალერი მელაძის ქვეყნიდან გაძევებას და მისთვის ჯილდოების ჩამორთმევას ითხოვენ