LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელიას განცხადება, რომ გირაოს არ გადაიხდის, “ნაციონალური მოძრაობის” და მასთან მიტმასნილი დანარჩენი ოპოზიციის სირცხვილია: ნიკოლოზ სამხარაძე

84
FORTUNA.GE- (7)

“როდესაც მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ არ ემორჩილება კანონს და არ გადაიხდის კანონით დაკისრებულ გირაოს, ეს არის მთლიანად ამ პარტიის და ასევე მასთან მიტმასნილი დანარჩენი ოპოზიციური პარტიების სირცხვილი, რადგან კანონმორჩილება არის მთავარი, რაც ქმნის სახელმწიფოს”, – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე ნიკა მელიას განცხადებას ეხმიანება და მას უპატივცემულობას უწოდებს.

“ჩემთვის ეს განცხადება არა ვაჟკაცობის გამოვლინება, არამედ კანონის უპატივცემულობაა, რომელიც თავის მხრივ ითარგმნება სახელმწიფოს უპატივცემულობაში. შესაბამისად, ამ განცხადებით ნიკა მელია პატივს არ სცემს საქართველოს”. – ამბობს სამხარაძე.

არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ: ნიკა მელია

კითხვაზე, დადგება თუ არა დღის წესრიგში ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტის საკითხი, სამხარაძე ამბობს, რომ ამ თემაზე მსჯელობა ნაადრევია, თუმცა ადამიანი, რომელიც კანონს პატივს არ სცემს, პარლამენტში არ უნდა იყოს:

“ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, რადგან პროცესი ახლა დაიწყო. წინასწარ ვერ გაგცემთ პასუხს, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ იმ ადამიანის ადგილი, რომელიც არც კანონს სცემს პატივს და არც სახელმწიფოს, პარლამენტში ნამდვილად არ არის”. – თქვა სამხარაძემ.

შეგახსენებთ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით პროკურატურაში დაიბარეს.

გირაოს გადაუხდელობის გამო ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს

დღესვე, ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის საკუთრებაა, სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის საკუთრება, ხოლო ეს ყველა ინსტიტუტი ივანიშვილის “ჯიბეშია”, არ აქვს მორალური უფლება, ამ ფარსში მონაწილეობა მიიღოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g