LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელიას ჰქონდა უსუსური მცდელობა, საკუთარი თავისგან გმირი გამოეძერწა, რაც ვერ მოახერხა: ბერაია

58
dachi nika

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დაჩი ბერაია ჟურნალისტებთან ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით საუბრისას აცხადებს, რომ ნიკა მელიას ჰქონდა უსუსური მცდელობა, საკუთარი თავისგან გმირი გამოეძერწა, რაც ვერ მოახერხა.

მისივე თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ამიტომ ნიკა მელიას იმუნიტეტი უნდა მოეხსნას.

„ამის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ კოლაბორაცია მასსა და გავრილოვს შორის. რაც შეეხება დღევანდელ განხილვას, ეს არის პროცედურული საკითხი, აქ მის დამნაშავეობა- უდანაშაულობაზე არ არის მსჯელობა და ცხადია, ეს სასამართლოს კომპეტენციაა, პარლამენტი ამას ვერ განსაზღვრავს. ხოლო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, უნდა მოეხსნას იმუნიტეტი, ყველა ადამიანი უნდა იყოს კანონის წინაშე თანასწორი, რათა სასამართლოს ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, აღასრულოს მართლმსაჯულება,“ – განაცხადა ბერაიამ.

სამწუხაროდ, დღეს ვერ ვესწრები სხდომას. მაგრამ ვიცი, საქართველოს პარლამენტი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს: წულუკიანი მელიასთან დაკავშირებით

წილი ნაყარია, გავრილოვის პოზიციაც დაფიქსირებულია და ჩემი დაკავება არის შეუძლებელი – მელია მისთვის სადეპუტატო მანდატის გაუქმების პროცესს ინტერესით ადევნებს თვალს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები