Xiaomi Su7 გარბენით ჩინეთში ახალ მოდელზე უფრო ძვირი ღირს. ჩინური გამოცემები ამ ფაქტს ელექტრონული სედანების დეფიციტს უკავშირებენ, რომლის პრემიერის შემდეგაც უზარმაზარი რიგები დადგა. ამასთან, განსაკუთრებული მოთხოვნაა SU7-ზე, Founders Edition-ის სასტარტო ვერსიაზე, რომელიც შეზღუდული 5 ათასიანი ტირაჟით გამოვიდა.
გასაყიდად გამოტანილი ვერსია Max, რომლის გარბენიც 600-დან 1900 კილომეტრამდეა, 335-343 ათას იუანად იყიდება. ამავდროულად SU7-ს მწარმოებელი 299 900 იუანად აფასებს.
საინტერესოა, რომ მოდელმა მცირე ავარიაშიც მოასწრო მოხვედრა, თუმცა ღირებულებაზე ეს ფაქტი არ ასახულა.