თევდორე მღვდლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ადგილზე რჩება 16 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და ამ წუთებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს,“ – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
დამწვარია 200-250 კვადრატული მეტრი ფართი. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.
ცეცხლი მეორადი ტანსაცმლის საწყობში გაჩნდა.
ვიდეოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
https://www.facebook.com/EmergencyManagementService/videos/286507545362649/