LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეორე ფრონტის გადმოტანის საფრთხე, არსად წასულა.. უნდა მოვახერხოთ მაქსიმალური მობილიზება, რათა ჩვენმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

135
ირაკლი ღარიბაშვილი

მმართველი გუნდის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „მეორე ფრონტის გადმოტანის საფრთხე კვლავ არსებობს, ამიტომ მაქსიმალური მობილიზება უნდა მოხდეს, რათა 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღოს“.

„ეს არჩევნები ძლიერად უნდა მოვიგოთ. უნდა გავიმარჯვოთ, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, რომ არ მივცეთ საშუალება ჩვენი ქვეყნის მტრებს და ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებს, რომ ქვეყანამ შეწყვიტოს მშვიდობიანი განვითარება.

გურიაში ძალიან მაგარი განწყობაა, ჩვენი საამაყო გურულები მოტივირებულები არიან, რომ ეს არჩევნები ძალიან ძლიერად მოვიგოთ გურიაშიც.

რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ უნდა მოვახერხოთ მაქსიმალური მობილიზება, რათა ჩვენმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ესაა ჩვენი მთავარი გზავნილი.

რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში.

მე ჩვენი გუნდის წევრებს ვუთხარი, რომ ის საფრთხე, რომელიც შარშან და შარშანწინ იყო, მე ვგულისხმობ მეორე ფრონტის გადმოტანის საფრთხეს, არსად წასულა. ამიტომ, საჭიროა გონივრულად მშვიდად და მტკიცედ გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები