LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეორე ტური არის შესაძლებლობა გაუმჯობესდეს საარჩევნო პროცესი: აშშ-ს საელჩო

45
აშშ-ს საელჩო

აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მეორე ტური არის შესაძლებლობა, გაუმჯობესდეს პროცესი და ჩატარდეს ორგანიზებული, კონკურენტული მეორე ტური, რომლის მიმართაც საქართველოს მოქალაქეებს სრული ნდობა ექნებათ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა საარჩევნო გარემო დაზიანებული იყო განმეორებითი საჩივრებით დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის გამო, მაშინ, როცა ამომჩრევლებსჰქონდათ შესაძლებლობა, ძირითადად, მშვიდ გარემოში მიეცათ ხმა 2 ოქტომბერს.

განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის წაშლილი ზღვარი ღრმად შემაშფოთებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g