მექსიკაში გასულ წელს საქართველოდან 7600-ზე მეტი მოქალაქე შევიდა.
როგორც მექსიკის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა, მექსიკაში საჰაერო გზით შესული მოქალაქეების რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება.
რაც შეეხება 2023 წელს, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, იანვრის თვეში საზღვარი 380-ზე მეტმა პირმა გადაკვეთა, გასულ წელს აღნიშნული მაჩვენებელი 260 იყო.
წყარო: ბიზნეს ფორმულა