LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკის ქუჩები შიშველმა ველოსიპედისტება გაავსეს

72

„დეილი მეილის“ ინფორმაციით, World Naked Bike Ride-მა, ანუ შიშველმა ველოტურნირმა მთელი მსოფლიო მოიცვა და გამონაკლისი არც მექსიკური ქალაქი გვადალაჰარა გამხდარა. ღონისძიების მონაწილეებმა პროტესტი დაბინძურებული ჰაერისა და აგრესიული მძღოლების მიმართ გამოხატეს. აღსანიშნავია, რომ სპორტსმენთა უმრავლესობა სრულიად გახდილი იყო, თუმცა ნაწილს საცვლები მაინც ეცვა. რაც შეეხება შიშველ ტურს, ის მსოფლიოს 70-მდე ქალაქში იმართება. ორგანიზატორთა მთავარი მიზანი საზოგადოების ყურადღების მიქცევა და ველოსიპედისტთა პრობლემების მოგვარებაა. ისინი ასევე დარწმუნებულნი არიან, რომ ველოსიპედის პოპულარიზაციით, ავტომობილების რაოდენობა შემცირდება, რაც ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები