LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკის ზოოპარკში ახალშობილ პუმებს პანდემია და კარანტინი დაარქვეს

128
1000x563-cmsv2-a7b7995d-e42d-540f-8c9f-188b8c103d71-4703222

მექსიკაში, ქალაქ კორდოვას ზოოპარკში ორი უსაყვარლესი პუმა დაიბადა. და–ძმა ქვეყანას 20 მარტს მოევლინა, ამიტომ მათ სახელებზე ბევრი არ უფიქრიათ და დროის შესაბამისად, მდედრს – პანდემია, მამრს კი კარანტინი დაარქვეს. პუმების ვოლიერში ცხოვრობს ასევე მათი ახლობელი ვეფხვის ბოკვერი, სახელად – კოვიდი.

ვეტერინარი კიტსია როდრიგესის განცხადებით, ზოოპარკის თანამშრომლებს ხალხისთვის კოლექტიური პასუხისმგებლობისა და საერთო საფრთხის წინაშე გაერთიანების აუცილებლობის შეხსენება სურდათ. პანდემია და კარანტინი ცირკიდან წამოყვანილი პუმის შვილები არიან. საქმე ისაა, რომ მექსიკამ 2015 წლიდან ცირკში ცხოველების გამოყენება აკრძალა, ამიტომ ისინი სხვადასხვა ზოოპარკებში გადაანაწილეს.

ზოოპარკის ხელმძღვანელის გონსალო როდრიგესის განცხადებით, საკარანტინე შეზღუდვების გამო ზოოპარკში ჰაერის მდგომარეობა გაუმჯობესდა, სტუმართა რაოდენობა შემცირდა, ამიტომ ცხოველები თავს ბევრად უფრო თავისუფლად და მშვიდად გრძობენ.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ პანდემია და კარანტინი გადაშენების პირას მყოფი უიშვიათესი პუმების რაოდენობის გაზრდაში თავის წვლილს შეიტანენ“ – დაამატა როდრიგესმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g