LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს

94

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმრის წერილი გიორგი კვირიკაშვილმა ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
”დიდ მწუხარებას გამოვთქვამ სახელგანთქმული მოქანდაკის – მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო. მემკვიდრეობა, რომელიც მერაბ ბერძენიშვილმა დატოვა, ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა. მის მიერ შექმნილი მონუმენტური ქანდაკებები საუკეთესოდ ასახავს ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ქართველი კაცის ბუნებას, ჩვენს უმთავრეს ღირებულებებს.
სამძიმარს ვუცხადებ ბატონი მერაბის ოჯახს, ახლობლებს, მთელ საქართველოს. მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შექმნილია სახელმწიფო კომისია და დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

მერაბ ბერძენიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები