LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მერაბ დვალიშვილმა კორი სენდჰეგენი დაამარცხა და UFC-ს საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა

211
მერაბ დვალიშვილი

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის (61 კგ) საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.

ლას ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი კორი სენდჰეგენი დაამარცხა.

ბრძოლა თანაბრად დაიწყო, ხოლო მეორე რაუნდში დვალიშვილი გააქტიურდა და ამავე რაუნდში ნოკაუტთან ახლოს იყო, სენდჰეგენს, ძირითადად, თავის დაცვა უწევდა. საბოლოოდ, ხუთი რაუნდის შემდეგ ქართველი გამარჯვებულად მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყეტილებით გამოცხადდა.

34 წლის მერაბ დვალიშვილმა შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქამარი 2024 წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ჩემპიონის რანგში მიმდინარე წლის იანვარში მან უმარ ნურმაგომედოვს მოუგო, ხოლო ივნისში კვლავ ო’მალის სძლია.

ქართველ მებრძოლს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 25 შეხვედრის შემდეგ 21 გამარჯვება აქვს. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-14 იყო, რაც UFC-ს ისტორიაში მეოთხე საუკეთესო მაჩვენებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g