ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში აქვეყნებს მოსაზრებას, რა როლი შეიძლება ითამაშონ ჟურნალისტებმა დღევანდელ დღეს, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით.
„სიმართლე გითხრათ, შემეცოდა გვარამია მიშას ხელში…
ამ ჩანაწერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „რუსთავი 2“-ის მთავარი პრობლემა არის არა ის, რომ რომელმე პარტიას ან იდელოლოგიას უჭერს მხარს, არამედ ის, რომ მისი რეალური მესაკუთრე არის კონკრეტული პარტია და მისი ლიდერი (და არა ვინმე ყარმანაშვილი, რომელიც საერთოდ არ გამოჩენილა და მგონიმ სახეზე თანამშრომელბიც ვერ ცნობენ), და ეს პარტია ყოველთვის ეცდება ჟურნალიტების და მათი საქმიანობის მხოლოდ თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოყენებას, მათ შორის, ბინძური მეთოდებით. ამიტომ ახლა მაინც გადამწყვეტი სიტყვა ჟურნალისტებმა უნდა თქვან და არა გვარამიამ.
თავის დროზე, 2007 წლის მოვლენების დროს „იმედის“ ჟურნალისტებიც დავდექით ანალოგიური გამოწვევის წინაშე, როდესაც ჩვენი მეპატრონე ერთ მშვენიერ დღეს პოლიტკური პარტიის ლიდერი და პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე გახდა და იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც პატარკაცაშვილი-კოდუას საუბრის გამოქვეყნების შემდეგაც დავრჩით ტელვიზიაში, მივიღეთ, შეიძლება დღესაც ბევრისთვის საკამათო, მაგრამ, ჩემი აზრით, ერთადერთი სწორი და პრინციპული გადაწყვეტილება, რითიც არხის მესაკუთრეს არ მივეცით საშუალება, ჩვენ გაურკვეველი მიზნებისთვის გამოვეყენებინეთ და ამით საპრეზიდენტო არჩევნების წინ დიდი სამოქალაქო დაპირისპირებაც ავიცილეთ თავიდან. ჩვენ არ დაგვიწყია იმის მტკიცება, რომ ბადრი ჩვენი ტელევიზიის ხლემძღვანელებს მხოლოდ რჩევებს აძლევს და ჩვენთან არაფერ შუაშია, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ტელევიზიის მესაკუთრე ვინმე ჯავრიშვილი იყო“. – წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
