წარმატებული მუსიკალური ტურნეს შემდეგ, მერაია ქერი მეგობარ მამაკაცთან ერთად იახტაზე ისვენებს. მერაია ქერისა და მილიარდელ ჯემი პაკერის ერთობლივი ფოტოები პაპარაცებმა უიქენდზე გადაიღეს. შეყვარებულები თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად კაპრიზე ატარებენ. ახალ ფოტოებზე 46 წლის ქერი სექსუალურ წითელ კაბაში პოზირებს, სადაც ჩანს, როგორაა ის დაკლებული წონაში. ცხადია მომღერალს თან ახლავს დამხმარეთა მრავალრიცხოვანი გუნდი.
შეგახსენებთ, რომ მერაია ქერი და ჯემი პაკერი მალე დაქორწინებას გეგმავენ. პაკერი 2013 წელს დაშორდა ყოფილ მეუღლეს, მოდელ ერიკა ბაქსტერს. მერაიას წინა ქორწინება ნიკ ქენონთან კი, 2014-ში დასრულდა.