Mercedes – AMG–ის ერთ-ერთმა დანაყოფმა MFA–ის პლატფორმაზე აწყობილი მეორე მოდელი წარმოადგინა. „ცხელ –ცხელი“ სედანი 2 ლიტრის მოცულობის „ტურბოოთხიანითაა“ აღჭურვილი. აგრეგატი 7 საფეხურიან რობოტიზირებულ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს და 306 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.
0–დან პირველ „ასეულს“ Mercedes – AMG A 35 4Matic 4,8 წამში ავითარებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ–ს შეადგენს.
მოდელმა 18 დიუმიანი საბურავები, მედიაკომპლექსი MBUX, ხმით მართვის სისტემა, ინფორმაციის ციფრული სისტემა, ელექტრონული სისტემების მართვის პანელი და ბევრი სხვა განახლება მიიღო.