LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-AMG-მ ნიურბურგრინგზე ახალი რეკორდი დაამყარა

51

ჰეტჩბეკმა Mercedes  -AMG GT 63 S 4 MAtic ყველაზე სწრაფი ოთხადგილიანი ავტომობილია. მანქანის საჭესთან რეკორდის დამყარების დროს ყოფილი მრბოლელი და ინჟინერი დემიან შეფარტი იჯდა და მთელი ტრასა მან 7 წუთსა და 25,41 წამში გაიარა. ხუთკარიანი ავტომობილი 4 ლიტრის მოცულობის ბიტურბო ძრავითაა აღჭურვილი და 639 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი 9 საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს და 0-დან პირველი „ასეულის“ განვითარება 3,2 წამში შეუძლია. მოდელის მაქსიმალური სიჩქარე კი 315 კმ/სთ-ია.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ყველაზე სწრაფი ავტომობილი 510 ძალის მქონე Alfa Romeo Giulia Quadrifoglio იყო და ნიურბურგრინგი მან 7 წუთსა და 32 წამში გაიარა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები