LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz-ი AMG GT R-ის ტირაჟს შეამცირებს

37

კომპანია Mercedes-Benz-ი სუპერქარის AMG GT R-ის ტირაჟის შემცირებას გეგმავს. გერმანული კომპანიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული მოდელის მაქსიმალური ტირაჟი 2000 ეგზემპლარით განისაზღვრება. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ-გამოცემა Autocar-ი ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის გამოყენება ჩვეულებრივ გზებზეც ნებადართულია, კომპანიის გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, არ შეიცვლება.

Mercedes-AMG GT R ივნისის ბოლოს, დიდ ბრიტანეთში გუდვუდის ფესტივალზე გამოჩნდა.

კუპეს გააჩნია ოთხლიტრიანი, ბიტურბო ძრავი – V8. ძრავის სიმძლავრე კი 585 ცხენის ძალითა და 700 ნმ ბრუნის სისწრაფით განისაზღვრა. აგრეგატი შვიდსიჩქარიანი რობოტითაა აღჭურვილი.

მოდელი 100 კმ/სთ სიჩქარეს 3.6 წამში ანვითარებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 318 კმ/სთ-ია.

გარდა სწორად გათვლილი მახასიათებლებისა, გაუმჯობესებული იქნა სუპერქარის აეროდინამიკა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები