LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz-ის ახალი პიკაპის გამოსვლის თარიღი ცნობილია

43

კომპანია Mercedes-Benz საავტორო პიკაპს 2016 წლის 25 ოქტომბერს წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული ტელევიზია – TF1 ავრცელებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, წარმოადგენს თუ არა კომპანია მზა ავტომობილს, თუ იქნება ეს პროტოტიპი. ახალი მოდელი აგებული იქნება იმავე პლათფორმაზე, რაზეც ცნობილი პიკაპები: Nissan Navara და Renault Alaskan-ი.

Mercedes აღნიშნული მოდელებისგან განსხვავებული იქნება ძრავის სისტემით. გავრცელებული ინფორმაციით, იგი მიიღებს 4 ცილინდრიან ბენზინისა და დიზელის ძრავს, 2.5 და 2.3 ლიტრის ტევადობით და ასევე, 3 ლიტრიან V6 ტიპის ტურბოაგრეგატს. ახალი ,,ლამაზმანი’’ 255 ცხენის ძალის სიმძლავრის იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები