LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz მწოლიარე მგზავრებისთვის უსაფრთხოების ბალიშს ამზადებს

120
mercedes

Mercedes-Benz უპილოტო ავტომობილში მწოლიარე მგზავრებისთვის ახალ უსაფრთხოების ბალიშებს დაამზადებს. მსუბუქი ავტომობილების უსაფრთხოების დირექტორმა პოლ დიკმა Top Gear-ს უთხრა, რომ დადგა დრო იზრუნონ იმ მგზავრების უსაფრთხოებაზე, რომლებიც უპილოტო მანქანებით გადაადგილდებიან. ამ მომენტისთვის Mercedes-Benz-ის ხაზში მხოლოდ რამდენიმე ძვირადღირებული მოდელია, რომელთა სავარძლებიც ისე იწევა, რომ მგზავრებმა წამოწოლა შეძლონ. თუმცა, ბრენდის წარმომადგენლის თქმით, სულ მალე ასეთი სავარძლები წინა რიგშიც გაჩნდება.

ბუნებრივია, სიახლე მართვის ავტონომიური სისტემების განვითარებას უკავშირდება, რა დროსაც მძღოლი მოდუნებას და წამოწოლას შეძლებს, თანაც პირდაპირ ავტომობილის მოძრაობის დროს. ასეთ დროს ჩვეულებრივი უსაფრთხოების ბალიში თავის ფუნქციას სრულად ვერ შეასრულებს. სპეციალისტებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, თუ სად დაამონტაჟებენ ახალ უსაფრთხოების ბალიშს და ეს გადაწყვეტილება მრავალრიცხოვანი ტესტების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები