LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes ყავის ქსელთან გაერთიანდა და დასამუხტ სადგურებს შექმნის

123
Mercedes ყავის ქსელთან გაერთიანდა და დასამუხტ სადგურებს შექმნის

Mercedes ყავის ქსელს დაუმეგობრდა, რათა დასამუხტი სადგურების ქსელი შექმნას. ავტო გიგანტი ამერიკულ ფირმა Starbucks-თან ერთად დასავლეთ აშშ-ში „სუპერჩარჯების“ დამონტაჟებას აპირებს. გეგმა სტარბაქსის ქსელის 100 ობიექტთან 400 კილოვატი სიმძლავრის სადგურების მოწყობას მოიცავს. მოსალოდნელია, რომ მომავალში ელექტროქარის დამუხტვა ისეთივე მარტივი იქნება, როგორც ყავის შეძენა. ტერმინალების ქსელი 12-18 თვის განმავლობაში უნდა გაფართოვდეს.

Mercedes-Benz-ის და Starbucks-ის პარტნიორობის იდეა საკმაოდ მარტივია: მძღოლი და ელექტროქარი „ელემენტის შევსებას“ ერთდროულად შეძლებენ.

თუმცა, არსებობს ერთი სირთულე. აშშ-ში Starbucks-ში რიგები ძალიან ხშირადაა, 400 ვოლტიანი ტერმინალები კი პრობლემას უფრო აქტუალურს გახდის. თუ სად და როდის ამუშავდება პირველი ასეთი დასამუხტი სადგური, ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ არ ვრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები