ლოს ანჯელესში, ყოველწლიური BET-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საღამოს სპეციალური, ,,ჯილდო ცხოვრების მთავარი მიღწევისთვის”, მერი ჯეი ბლაიჯს გადასცეს.
ქარდი ბიმ და ოფსეტმა BET Awards-ის სცენაზე ცეცხლი დაანთეს (ვიდეო)
პრემიაზე ლეგენდარული შემსრულებელი რიანამ წარადგინა, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას, 48 წლის მომღერლის გზა გაიხსენა და მას ქალი არტისტების ინსპირაციისთვის მადლობა გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ ,,მაიკროსოფტის თეატრის” სცენაზე ,,ჰიპ-ჰოპისა და რიტმ-ენდ-ბლუზის დედოფალი” პერფორმანსითაც წარდგა. ბლაიჯმა სხვა სიმღერებთან ერთად, ისეთი ჰიტები შეასრულა, როგორებიცაა: My Life, Real Love და No More Drama.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა დროს, ,,ჯილდო ცხოვრების მთავარი მიღწევისთვის” უიტნი ჰიუსტონმა, ჯეიმს ბრაუნმა, გლედის ნაიტმა, დაიანა როსმა, ელ გრინმა, პრინცმა, ლაიონელ რიჩიმ და სხვებმა მიიღეს.