LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარდი ბიმ და ოფსეტმა BET Awards-ის სცენაზე ცეცხლი დაანთეს (ვიდეო)

329
15166950-0-image-a-95_1561343508457

ლოს-ანჯელესში, BET Awards გაიმართა.

ქარდი ბი, რომელიც შვიდი ნომინაციით საღამოს მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, გამარჯვებულად ორში დასახელდა. ამერიკელი არტისტის სადებიუტო სტუდიური ალბომი – Invasion of Privacy ,,წლის ალბომი”, თავად ბარდი კი – ,,საუკეთესო ქალი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი” გახდა.

ამ შედეგით, ის 33 წლის ასაკში მოკლულ Nipsey Hussle-თან ერთად, ღონისძიების ტრიუმფატორად მოგვევლინა.

ვარსკვლავები Nipsey Hussle-ის მკვლელობას ეხმაურებიან (ფოტო)

სნუპ დოგი, ოფსეტი, ქარდი ბი, დიჯეი ქალიდი, მაიკლ ბი. ჯორდანი, ტიფანი ჰადიში, ტრეისი ელის როსი - ეს იმ ვარსკვლავთა არასრული ჩამონათვალია, რომელთაც გარდაცვლილი ემოციური პოსტებით გაიხსენეს.

აღსანიშნავია, რომ ცერემონია, რომელსაც ,,მაიკროსოფტის თეატრი” მასპინძლობდა, 26 წლის რეპერისა და მისი 27 წლის კოლეგა მეუღლის, ოფსეტის ცეცხლოვანი პერფორმანსითაც გამოიჩა. ვარსკვლავურმა წყვილმა სცენაზე Clout და Press შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ BET Awards-ზე სხვადასხვა სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, ყოველწლიურად, აფროამერიკული წარმოშობის ადამიანებს აჯილდოებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები