LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალმა მეტი იდუმალება და მოწიწება უნდა შეინარჩუნოს“ – სნუპ დოგი Cardi B-ის ჰიტს WAP აკრიტიკებს

86
maxresdefault

7 აგვისტოს Cardi B-ისა და Megan Thee Stallion-ის პირველი კოლაბორაციულ კომპოზიცია WAP და კლიპი გავრცელდა. მათთან ერთად კლიპში  როზალიანორმანი და კაილი ჯენერი მონაწილეობენ. ნამუშევარმა რეკორდი დაამყარა. ის გამოსვლიდან პირველ კვირაში აშშ-ში ყველაზე მეტჯერ მოსმენილი კომპოზიცია გახდა. Chart Data-ს მონაცემებით, კომპოზოციას შვიდ დღეში 93 მილიონჯერ მოუსმინეს, გარდა ამისა, მან  „ბილბორდის“ ცხელ ასეულშიც ლიდერი პოზიცია დაიკავა.

აღნიშნული ნამუშევარის შესახებ ჰიპ-ჰოპ არტისტმა, სნუპ დოგმა ერთ-ერთ გადაცემაში დაწვრილებით ისაუბრა და Cardi B გააკრიტიკა. როგორც ჩანს, 49 წლის სნუპ დოგი ტრადიციული შეხედულებების მქონე მამაკაცია და თვლის, რომ ქალმა იდუმალება და მოწიწება უნდა შეიარჩუნოს.

„ასე შორს ნუ წახვალ, დაგვიტოვე რაიმე წარმოსახვისთვისაც, არის რაღაცეები, რაზეც ასე ხმამაღლა არ უნდა ისაუბროთ. ეს ქალის საიდუმლო უნდა იყოს, ეს ხომ მისი სამკაულია“, – ამბობს მუსიკოსი.

არტისტის კრიტიკას  Cardi B-ის მეუღლე, ოფსეტი გამოეხმაურა.

„ჩვენ, მამაკაცი რეპერებიც ამაზე ვსაუბრობთ, როგორ ძლიერდებიან ქალი არტისტები, ამ მიღწევას ნუ დავუკარგავთ. ისინი ჩარტებში გვეწევიან, გვისწრებენ და რეკორდებს ხსნიან. სნუპი მიყვარს, მაგრამ ჩემი ცოლი ზრდასრული ქალია და მის საქმეში არ ვერევი“ – აცხადებს რეპერი.

https://www.youtube.com/watch?v=wvKmpVbIgMk&feature=emb_title

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები