LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერიის დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაცია დღეს იწყება

642
Job search and career choice, magnifying glass searching people

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან ერთად, პროფესიული გადამზადების მასშტაბურ პროგრამას – „ისწავლე და დასაქმდი“ იწყებს.

ინფორმაცია თბილისის მერმა დააანონსა და აღნიშნა, რომ პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია 24 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. სასწავლო კურსი კი სამი თვე გაგრძელდება.

დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი დაინტერესდება, გადავამზადებთ და მათგან ბევრი დასაქმდება. წარმატებებს ვუსურვებ ყველა ახალგაზრდას.

ქვეყანაში და თბილისშიც ყველაზე დიდ პრობლემას დასაქმება წარმოადგენს. გვაქვს სრული ინფორმაცია, თუ რაზეა მოთხოვნა ბიზნესის მხრიდან და სად არიან საჭირო პროფესიონალი, გადამზადებული და კვალიფიციური ადამიანები. აღნიშნულ პროექტს წელსაც ვიწყებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, გადამზადების შემდეგ, ბიზნესში, კერძო ან საჯარო სექტორში დასაქმდნენ. ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაში მონაწილე ადამიანები უფრო პროფესიონალები გახდნენ და კვალიფიკაცია აიმაღლონ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ჩამონათვალში სულ 5 კოლეჯი და უამრავი განსხვავებული პროფესიაა, მათ შორის კომპიუტერული გრაფიკოსის, მზარეულის, სტილისტის, ბარისტას, ელექტრიკოსის და ა.შ. კურსებზე.

პროგრამასთან დაკავშირებით, სრული ინფორმაციის მიღება მერიის ვებგვერდზე არის შესაძლებელი. 

დედაქალაქის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას ინფორმაციით, პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში, ათასამდე ადამიანი გადამზადდა, მათგან 80% კი დასაქმდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები