ნიუ-იორკში ამერიკის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის დაჯიდლოვების ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ყველაზე საინტერესო მომენტი კი გახდა მერილ სტრიპის გამარჯვება წლის საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში. „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ მრავალგზის მფლობელმა მსახიობმა სცენაზე ასვლისას ემოციები ვერ შეიკავა და რობერტ დენიროს ტუჩებში აკოცა. ამ ვნებიანი კოცნის ფოტო ბევრად უფრო რეზონანსული გახდა, ვიდრე თავად დაჯილდოვების შედეგები ან წითელი ხალიჩა.
შეგახსენებთ, რომ რობერტ დენიროსა და მერილ სტრიპს ერთად ნამუშევარი აქვთ 5 ფილმზე. ისინი უახლოესი მეგობრებიც არიან. გასულ წელს დენირომ აქტიურად დაუჭირა მხარი მერილ სტრიპს, როცა ის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოდიოდა.