“ავტომფლობელების მომართვიანობის მიზეზებს შორის პირველ ადგილზეა ავტოსაგზაო შემთხვევა”, – ამბობს “ავტორადიოს” ეთერში GPI ჰოლდინგის მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი თამთა ყიფიანი.
მისი თქმით, მესამე პირის დაზღვევა სავალდებულო უნდა გახდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი სხვა ადამიანს დაუზიანებთ ნივთს ან მანქანას, ზარალის ანაზღაურების გარანტორი სადაზღვევო იქნება.
“ხშირია, როგორც საკუთარი, ასევე მესამე პირის ბრალეულობაც. მესამე პირის დაზღვევა სავალდებულო უნდა გახდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი სხვა ადამიანს დაუზიანებთ ნივთს ან მანქანას, ზარალის ანაზღაურების გარანტორი სადაზღვევო იქნება. ავტოსაგზაო სისტემის უსაფრთხოებისა და გამართულად მუშაობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი დაზღვევაა.
როგორც წესი, ზამთარში უფრო ხშირია ავტო საგზაო შემთხვევები. სამწუხაროდ, ეს ხდება იმიტომ, რომ ავტომობილის მართვას საფუძვლიანად არ სწავლობენ. მოკლე დროში ცდილობენ მართვის მოწმობის აღებას. მართვის მოწმობის აღება არ ნიშნავს იმას, რომ უკვე იცი მანქანის მართვა და საჭიროა მეტი პრაქტიკა”, – ამბობს თამთა ყიფიანი.
პროფესიონალი ავტომრბოლელი მერი გვასალია კი მძღოლებს ზამთრის სეზონისთვის მომზადებას ურჩევს და ამბობს, რომ წვიმიან და თოვლიან ამინდში მოძრაობა გამოუცდელი მძღოლების მიზეზით ფერხდება.
“რა თქმა უნდა, აუცილებელია ანტიფრიზი, რათა დაიცვას ძრავა გაყინვისგან. მნიშვნელოვანია ზამთრის საბურავებიც, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დიდი ყინვა და თოვლი არ იცის ხოლმე. დავამატებდი იმას, რომ წვიმიან და თოვლიან ამინდში დიდი საცობების მიზეზი ისევ გამოუცდელი მძღოლია, რომელიც ძალიან აფერხებს მოძრაობას.
საქართველოს ავტოპარკი ძირითადად მაინც 10 წელზე უფროსი მანქანებისგან შედგება, თუმცა არის რა თქმა უნდა, ახალი მოდელებიც. ახალი მანქანის სერვისი გაცილებით მეტ ფინანსებს მოითხოვს, ამიტომ ახალ მანქანებს უფრო მეტად სჭირდებათ იყვნენ დაზღვეულები. ჩვენთან ძალიან დემოკრატიული ტარიფებია და ყველა ადამიანს საკუთარი საჭიროებების მიხედვით შეუძლია სასურველი ტარიფის მორგება”, – ამბობს მერი გვასალია.
ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:
ყველაფერი წესრიგშია: ახალი სერვისი, რომელიც ავტომფლობელებს სჭირდებათ