LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესამე ტალღის დროს კლინიკებში უფრო მეტი მძიმე პაციენტი მოხვდა: ლევან გოფოძე

149
gofoZe

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თქმით, კორონავირუსის მესამე ტალღის პერიოდში კლინიკებში ბევრად უფრო მეტი მძიმე პაციენტი მოხვდა. აღნიშნულის მიზეზი გარკვეულწილად შტამის ცვლილების მიმდინარეობასაც უკავშირდება.

ამის შესახებ ლევან გოფოძემ „რუსთავი – 2“-ს განუცხადა.

„განსაკუთრებით მესამე ტალღის პირობებში, ბევრად უფრო მეტი მძიმე პაციენტი მოხვდა კლინიკებში. საქმე იმაშია, რომ ამ დამძიმების გამომწვევი იყო ალბათ შტამის განსაზღვრული ცვლილებაც, მიმდინარეობის მიხედვით, იმიტომ, რომ თუ ჩვეულებისამებრ მე-8-10 დღეს ხდებოდა ძირითადი გართულებების გამოვლენა, ახლა მე-10-12 დღეს გადაინაცვლა ამ პიკმა და ბუნებრივია ამ ფონზე უფრო მძიმე კლინიკური ფორმები გამოვლინდა“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ამბობს, რომ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმართვიანობის ისეთი მაღალი ხარისხი არ არის, როგორც ეს წინა პერიოდებში იყო. მისი თქმით, კლინიკაში თავისუფალი ადგილები არის.

„ერთადერთი, საკმაოდ დატვირთული არის ჩვენი ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებები, სადაც უტარდებათ მკურნალობა საკმაოდ მძიმე პაციენტებს. რაც შეეხება დანარჩენ სექტორს, ე.წ. თერაპიულ სექტორს, აქ თავისუფალი ადგილები გვაქვს და ჯერჯერობით, მიმართვიანობა არ არის ისეთი, რომ რაიმე პრობლემას უქმნიდეს ჩვენს მოსახლეობას,” – აცხადებს ლევან გოფოძე.

საქართველოში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები