LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესამე ტალღის პიკზე ნამდვილად არ ვართ, თუმცა საკმაოდ ციცაბო პერიოდში ვიმყოფებით: ეკატერინე ტიკარაძე

70
ეკატერინე ტიკარაძე01010

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში არსებულ ეპიდემილოგიურ მდგომარეობაზე საუბრისას აცხადებს, რომ „მესამე ტალღის პიკზე ნამდვილად არ ვართ, თუმცა საკმაოდ ციცაბო პერიოდში ვიმყოფებით. აღნიშნული განცხადება მინისტრმა „რუსთავი2“-ის ეთერში საუბრისას გააკეთა.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაწესებული რეგულაციების მკაცრად დაიცვას, რადგან ინფექციის გავრცელება ძალიან სწრაფად ხდება.

შესაძლებელია, მაისის დასაწყისიდან, მაისის შუა რიცხვებამდე პიკური მაჩვენებლები იყოს: თამარ გაბუნია

“ვიმყოფებით საკმაოდ ციცაბო პერიოდში, როდესაც ინფექცია საკმაოდ სწრაფად ვრცელდება. აქედან გამომდინარე, ეს ყოველივე მოითხოვს ზედმიწევნით დაცვას ყველა იმ ღონისძიებების, რომელიც არაერთხელაა მოწოდებული ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან.

საზოგადოებამ იცის ის ინსტრუმენტები, რითაც ხდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასება – ესაა ინციდენტობის მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი და ა.შ.

ამ ეტაპზე, ჩვენ ქვეყანაში გვაქვს 1.47 ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი და 4-ს მიახლოებული დადებითობის მაჩვენებელი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინფექცია საკმაოდ სწრაფად ვრცელდება. ჩვენ უკვე არ ვაკვირდებით კლასტერულ განვითარებას და არ ხდება კლასტერებზე მეთვალყურეობა, ვინაიდან, ამ მონაცემების თანახმად, ინფექცია ვრცელდება ძალიან სწრაფად,” – აცხადებს მინისტრი.

აჭარაში შემთხვევების რიცხვმა მოიმატა, დადებითობის მაჩვენებელი 4.38 % -ია- რა ხდება რეგიონებში

ბოლო 24 საათში, კოვიდვაქცინით 1 426 ადამიანი აიცრა – სულ ვაქცინირებულია 33 337 მოქალაქე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g