ადამიანებს, რომლებიც გამოდიოდნენ დაუმორჩილებლობის აქციაზე, არ აინტერესებთ ქვეყანაში პანდემიის დამთავრება, მათი ამოცანა იყო, არეულობის პროვოცირებით მიეღწიათ ეპიდსიტუაციის გაუარესესებისკენ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.
„როგორც ცეცხლთან, ისე არ შეიძლება პანდემიასთან თამაში, ვიწრო პარტიული ამბიციების გავლენების ქვეშ. აქ ყველა უნდა ვიყოთ პრინციპული, თანმიმდევრულ და უნდა ვაკეთოთ ის, რისი კეთებაც საჭიროა. ისე მიდის საქმე, რომ ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაიხსნას, სადღაც ორ კვირაში, მაქსიმუმ ერთ თვეში, მაგრამ ძალიან მეშინია იმისი, რაც გუშინწინ მოხდა. მე ძალიან მეშინია, რომ იმ გაბოროტებულმა ადამიანებმა, რომლებმაც ვერ გადაიტანეს, რომ ქვეყანა ასეთი წარმატებით მართავს „კოვიდს“ და მინიმუმამდე დავიდა „კოვიდის“ შემთხვევა, რამე არ მოიმოქმედონ ისეთი, რომელიც გამოიწვევს აფეთქებას დაავადებისას. თუ ეს არ მოხდება, ყველაფერი ძალიან მალე გაიხსნება“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
