LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი და ნეიმარი ისევ ერთად? პსჟ არგენტინელის გადაბირებას ცდილობს

254
Neymar-Lionel-Messi

ჯერ კიდევ, გასული ზაფხულიდან მოყოლებული ლიონელ მესის შესახებ არაერთი ჭორი თუ მართალი დაიწერა. ზაფხულში მან კლუბის დატოვების სურვილიც გამოთქვა, მაგრამ, საბოლოოდ, კონტრაქტის ამოწურვამდე ბარსელონაში დარჩა. ლეოს კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისში ეწურება და ესპანური Marca, ფრანგულ წყაროებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ პსჟ მის გადაბირებას შეეცდება. წყარო წერს, რომ მესისთან შესათანხმებლად პარიზელებმა ნეიმარს კონტრაქტი 2026 წლამდე გაუხანგრძლივეს, ნეიმარს და მესის კი, შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ.

წყაროდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პარიზელებს ნეიმარისა და მესის მეგობრობის იმედი აქვთ, რომელიც გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდება მესის „პარკ დე პრინსზე“ გადმოსაბარგებლად და გულშემატკივარი ისევ იხილავს მათ არგენტინულ-ბრაზილიურ დუეტს.

„ამ ეტაპზე პსჟ-ში ძალიან ბედნიერი ვარ. კლუბში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა და დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია. სწორედ, ამიტომ გავახანგრძლივე კლუბთან კონტრაქტი. იგივეს გაკეთებას აპირებენ კილიან მბაპეც და ანხელ დი მარიაც. ვიცი, კლუბის ხელმძღვანელები მესის ტრანსფერზე მუშაობენ და იმედია ეს ყველაფერი საკმარისი იქნება მის დასარწმუნებლად, რომ პსჟ ამ დონის ფეხბურთელისთვის შესაფერი და საკადრისი კლუბია. დიდი სურვილი მაქვს ჩემი და ლეოს დუეტი კვლავ შედგეს. თუ მესი პსჟ-ში გადმოვა, მზად ვარ მას 10 ნომრიანი მაისურიც დავუთმო“ – ამბობს ნეიმარი.

მესი და ნეიმარი ერთად “ბარსელონას” შემადგენლობაში 2013-2017 წელს თამაშობდნენ. 2018 წლის ზაფხულში კი, პსჟ-მ ნეიმარი რეკორდულ თანხად 222 მილიონ ევროდ შეიძინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები