LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი მე-9, რონალდო – 46-ე: მბაპე და ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები კორონავირუსის პერიოდში

134
Ronaldo-Messi-and-Mbappe

Transfermarkt-მა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ფეხბურთელების მიახლოებითი ღირებულება განაახლა.

ყველა ფეხბურთელის ფასი დაახლოებით 20%-ით შემცირდა. გამონაკლისია 1998 წელს და შემდეგ დაბადებული ფეხბურთელები, რომელთა ფასი 10%-ით დავარდა.

 

პსჟ-ს თავდამსხმელი კილიან მბაპე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. პორტალი მას 180 მლნ ევროდ აფასებს. მეორე-მესამე ადგილებს “სიტის” ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი და კიდევ ერთი პსჟ-ელი ნეიმარი იყოფენ – 128 მლნ ევრო.

აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” მთავარი კაცი ლეო მესი მე-9 ადგილს იკავებს. მისი ფასი 112 მილიონია. “იუვენტუსის” გამტანი კრიშტიანო რონალდო კი საერთოდ 46-ე ადგილზე აღმოჩნდა – 60 მლნ ევრო.

 

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები Transfermarkt-ის ვერსიით:

1. კილიან მბაპე (პსჟ) – 180 მლნ ევრო

2-3. რაჰიმ სტერლინგი (“სიტი”) – 128 მლნ ევრო

2-3. ნეიმარი (პსჟ) – 128 მლნ ევრო

4-7. სადიო მანე (“ლივერპული”) – 120მლნ ევრო

4-7. მოჰამედ სალაჰი (“ლივერპული”) – 120 მლნ ევრო

4-7. ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”) – 120 მლნ ევრო

4-7. კევინ დე ბრუინი (“სიტი”) – 120 მლნ ევრო

8. ჯეიდონ სანჩო (“ბორუსია”) – 117 მლნ ევრო

9. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – 112 მლნ ევრო

10. ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი (“ლივერპული”) – 99 მლნ ევრო

46. კრიშტიანო რონალდო (“იუვენტუსი”) – 60 მლნ ევრო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები