„ბარსელონას“ კაპიტნის ლეო მესის ცოლმა ანტონელა როკუცომ საზოგადოებას შობის საოჯახო დღესასწაულის ფოტოები გაუზიარა.
არგენტინელის ოჯახობამ დისნეის გმირების – დონალდისა და მიკი მაუსის გამოსახულებიანი წითელ-თეთრი ტანისამოსი არჩია.
უფროსი ბიჭის ტიაგოს სახის გამომეტყველებით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ფოტო პირველი დუბლით არ გამოვიდა.



ლეოს და ანტონელას სამი შვილი ყავთ – ტიაგო, მატეო და ჩირო.