არგენტინის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ ლეო მესიმ სტადიონიდან ფოტოების სერია გამოაქვეყნა, რამაც სოცქსელების ისტორიაში სარეკორდო რაოდენობის მოწონება მოაგროვა. ფეხბურთელმა ქათმის კვერცხის ფოტოსაც (2019 წ) აჯობა და დაახლოებით 75 მილიონ ლაიქამდეც ავიდა.
პირველ ფოტოზე მესის არ უჭირავს ნამდვილი თასი, არამედ ბუენოს აირესელი გულემატკივრების მიერ გაკეთებული ასლი. მათ ის ყატარში თილისმის სახით ჩაიტანეს და ნაკრების ფეხბურთელებს საპატიო წრის დარტყმისას მისცეს.
ასლი ხელიდან ხელში გადადიოდა, სანამ მესისთან არ აღმოჩნდა. თავიდან ლეო ვერც მიხვდა, სანამ ანხელ დი მარიამ ტროფეის მეორე მხარე არ აჩვენა. მომენტი, როდესაც ფეხბურთელები მომხდარზე იციანიან, ფოტოზეც მოხვდა.