LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მესმის მათი გულგატეხილობის, მეც ასე ვარ, მეც იქ ვიქნებოდი” – გიორგი გახარია ფეხბურთზე ვერ მიდის

146
746489361

კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ღია სივრცეშიც კი საზოგადოებრივი თავშეყრა და 200 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია. ამ მიზეზით კი 8 ოქტომბერს თბილისის “დინამო არენაზე” საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. გულშემატკივრების ესმის და სინანულს გამოთქვამს საქართველოს პრემიერ მინისტრი და საზოგადოებას არწმუნებს, რომ არა შეზღუდვები, თავადაც სტადიონზე იქნებოდა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მისივე განმარტებით, 16 000 მოქალაქის ერთ სივრცეში ყოფნა დაუშვებელია და შესაძლებელია ეპიდსიტუაციის გართულდეს.

საქართველოს ხალხი აუკრძალეს, არადა… ფედერაციამ შინიდან უქომაგეთო, ნაკრებმა კი დაიწყო

“სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ ჩვენი გულშემატკივრები ბევრად უფრო მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, ვიდრე რამდენიმე პოლიტიკოსი. ხშირად პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს წესების დარღვევით. პოლიტიკოსები მაგალითი უნდა იყვნენ სხვებისთვის, პირბადის ტარების და დისტანციის დაცვის ნაწილში, რაც რთული არ არის. ზოგიერთი პირიქით აკეთებს, გამაღიზიანებლად, მაგრამ ამას ახლა არა აქვს მნიშვნელობა, რადგან ჩვენი მოქალაქეები არჩევნებზე გადაწყვეტენ. მთავარია, რომ ამან ახლა ეპიდემიოლოგიურად არ გაგვირთულოს მდგომარეობა. 200 ადამიანზე მეტი შეზღუდვა ჩვენთან არსებობს, მათ შორის ღია სივრცეში. 16 ათასი ადამიანის ერთ სივრცეში, თუნდაც სტადიონზე ყოფნა, დაუშვებელია, რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს ეს. მე მესმის მათი გულგატეხილობა, მეც ასე ვარ. თქვენ ხომ დარწმუნებული ხართ, დაშვებული რომ ყოფილიყო, მეც იქ ვიქნებოდი. სამწუხარო რეალობაა და ეს უნდა გავითვალისწინოთ”, – აცხადებს გიორგი გახარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g